ფინანსები
18/08/2020
ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ჯგუფის აქციების ფასი 7%-ით გაიზარდა
თიბისი კაპიტალის კვირის მიმოხილვის მიხედვით (10-16 აგვისტო) 2020 წლის ივლისში კაპიტალის ბაზარი ლონდონის საფონდო ბირჟის პარასკევის სავაჭრო სესიაზე, თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები 8.91 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე, წინა კვირის მაჩვენებელზე 11.7%-ით მაღალ ნიშნულზე დაიხურა.
კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა 272.0 ათას აქციას გაუტოლდა.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) 396.9 ათასი აქცია ივაჭრა, დახურვის ფასმა კი 8.31 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი (+6.9% კვ/კვ) შეადგინა.
საქართველოს კაპიტალის (CGEO LN) აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ პარასკევს 3.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე (+2.0% კვ/კვ) დაიხურა, ვაჭრობის მოცულობამ კი 130.5 ათასი შეადგინა.