ფინანსები
08/03/2022

ლონდონის საფონდო ბაზარზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

ვარდნის შემდეგ ლონდონის საფონდო ბაზარზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა.

„საქართველოს ბანკის ჯგუფის“ (BGEO) აქციებზე ფასი 8.72%-ით გაიზარდა და 1072 ფუნტს მიაღწია.

„თიბისი“ აქციები 4%-ით გაძვირდა და 937 ფუნტი ღირს. ასევე 4.3%-იანი ზრდა აჩვენა „საქართველოს კაპიტალმა“, რომლის თითო აქვია 8 მარტს 478.5 ფუნტად ივაჭრებოდა.

ქართულ კომპანიების კაპიტალიზაცია თებერვლის შუა რიცხვებიდან მცირდებოდა. ნეგატიური გავლენა მოახდინა რუსეთ-უკრაინის ომმა.

Businesspartner