ფინანსები
17/08/2021

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაციამ £1.9 მლრდ-ს მიაღწია

გასულ კვირას ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია 90 მლნ ფუნტით გაიზარდა და 1.892 მლრდ ფუნტს მიაღწია.

შემცირდა საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია, თიბისი ბანკისა და საქართველოს კაპიტალის კი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

გასულ კვირას ბირჟაზე საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები 15.5 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), წინა კვირასთან შედარებით 6.29%-ით დაბალ ნიშნულზე დაიხურა. კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობამ 167 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 13.02 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), 0.15%-ით მაღალ ნიშნულზე წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ კვირის განმავლობაში 752 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

საქართველოს კაპიტალის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.51 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), 4.66%-ით მეტი წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობა 752 000 აქციით განისაზღვრა.

საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 762 მლნ ფუნტია (-6.27%), თიბისის - 718 მლნ ფუნტია (+16.1%), საქართველოს კაპიტალის 312 მლნ (+4.7%).