ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია ისევ შემცირდა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია ისევ შემცირებას აჩვენებს.
4 კომპანიის ჯამური ღირებულება 1.333 მლრდ დოლარია.
თიბისი ბანკის საბაზრო ფასი 489 მლნ-ია, კლება ბოლო 1 თვეში 1.8%-ია, წლიურად 31.8%;
საქართველოს ბანკი - 513 მლნ, ბოლო 1 თვე - (- 4.6%), წლურად - 35.8%
საქართველოს კაპიტალი - 203 მლნ, M/M - (-8.4%); Y/Y – (-52.3%);
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი - 128 მლნ, MM – 1% Y/Y – (-21.1%)
“თიბისი კაპიტალის” ცნობით, ლონდონის საფონდო ბირჟის პარასკევის სავაჭრო სესიაზე, თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები 8.86 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე, წინა კვირის მაჩვენებელზე 1.8%-ით დაბალ ნიშნულზე დაიხურა. კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა 221.9 ათას აქციას გაუტოლდა.
გასულ კვირაში საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) 310.9 ათასი აქცია ივაჭრა, დახურვის ფასმა კი 10.44 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი (-4.6% კვ/კვ) შეადგინა.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები გასულ პარასკევს 0.97 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე, ერთი კვირით ადრინდელთან შედარებით 1.0%-ით მაღალ ნიშნულზე დაიხურა. ვაჭრობის მოცულობამ კვირის განმავლობაში 16.5 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს კაპიტალის (CGEO LN) აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ პარასკევს 4.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე (-8.4% კვ/კვ) დაიხურა, ვაჭრობის მოცულობამ კი 471.7 ათასი შეადგინა.