ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია £2 მლრდ-მდე გაიზარდა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია გაიზარდა. გასულ კვირას სამივე ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია მთლიანობაში 146 მლნ ფუნტით 1.982 მლრდ-მდე გაიზარდა.
Galt and Taggart-ის მონაცემებით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 15.8 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), წინა კვირასთან შედარებით 8.97-ით მაღალი ნიშნულით. ვაჭრობის მოცულობამ 379 000 აქციაზე მეტი შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი წინა კვირასთან შედარებით 10.65%-ით გაიზარდა და 16 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა. ვაჭრობის მოცულობამ 130 000 აქციაზე მეტი შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.81 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), 0.58%-ით ნაკლები წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობა 314 000 აქციით განისაზღვრა.
საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 777 მლნ ფუნტია (გასულ კვირას 713 მლნ ფუნტია), თიბისის - 882 მლნ (798 მლნ), საქართველოს კაპიტალის 323 მლნ (325 მლნ). აღსანიშნავია, რომ ქართულმა კომპანიებმა 2021 წელი მზარდი კაპიტალიზაციით დაასრულეს, წლის ბოლოს მაჩვენებელმა 2.069 მლრდ ფუნტს მიაღწია.