ფინანსები
09/11/2021

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია £1.93 მლრდ-ია

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია გაზრდილია. გასულ კვირას კაპიტალიზაცია სოლიდურად, 31 მლნ ფუნტით, თითქმის 1.93 მლრდ ფუნტამდე გაიზარდა. 

Galt and Taggart-ის მონაცემებით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 15.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), წინა კვირასთან შედარებით 2.9-ით მაღალინიშნულით. ვაჭრობის მოცულობამ 107 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი წინა კვირასთან შედარებით 1.15%-ით გაიზარდა და 15.88 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა. ვაჭრობის მოცულობამ 315 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.02 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), 0.33%-ით ნაკლები წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობა 493 000 აქციით განისაზღვრა.

საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 768 მლნ ფუნტია, თიბისის - 876 მლნ, საქართველოს კაპიტალის 286 მლნ.