ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია £1.9 მლრდ-მდეა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია გაზრდილია. გასულ კვირას კაპიტალიზაცია სოლიდურად, 12 მლნ ფუნტით, თითქმის 1.9 მლრდ ფუნტამდე გაიზარდა.
Galt and Taggart-ის მონაცემებით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 15.14 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), წინა კვირასთან შედარებით 1.69-ით დაბალი ნიშნულით. ვაჭრობის მოცულობამ 145 000 აქციაზე მეტი შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), 3.45%-ით ნაკლები წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობა 244 000 აქციით განისაზღვრა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი წინა კვირასთან შედარებით 4.27%-ით გაიზარდა და 15.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა. ვაჭრობის მოცულობამ 244 000 აქციაზე მეტი შეადგინა.
საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 744 მლნ ფუნტია, თიბისის - 862 მლნ, საქართველოს კაპიტალის 292 მლნ.