ფინანსები
11/10/2021

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია £1.9 მლრდ-მდე გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია ზრდის დინამიკას ინარჩუნებს.

გასულ კვირას კაპიტალიზაცია სოლიდურად, 74 მლნ ფუნტით, 1.9 მლრდ ფუნტამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მაჩვენებელი ამ ნიშნულზე 9-16 აგვისტოს კვირის შემდეგ არ ყოფილა.

Galt and Taggart-ის მონაცემებით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 16.06 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), წინა კვირასთან შედარებით 2.42-ით მაღალი ნიშნულით. ვაჭრობის მოცულობამ 81 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.11 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობა 310 000 აქციით განისაზღვრა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი წინა კვირასთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა და 14.7 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა. ვაჭრობის მოცულობამ 107 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 790 მლნ ფუნტია, თიბისის - 811 მლნ, საქართველოს კაპიტალის 293 მლნ.