ფოტო: Bloomberg
ფინანსები
13/09/2021

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია £1.88 მლრდ-მდე გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება. გასულ კვირას მაჩვენებელი 14 მლნ-ით გაიზარდა, 1.88 მლრდ ფუნტამდე.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 16.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 71 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.28% წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობა 276 000 აქციით განისაზღვრა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი წინა კვირასთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა და 14.46 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა. ვაჭრობის მოცულობამ 94 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 786 მლნ ფუნტია (+0.64%), თიბისის - 798 მლნ ფუნტია (+1.5%), საქართველოს კაპიტალის 295 მლნ (-1%).