ფინანსები
30/08/2021

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია £1.82 მლრდ-ს აჭარბებს

გასულ კვირას ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია 20 მლნ ფუნტით გაიზარდა და 1.823 მლრდ ფუნტია.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 15.88 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), წინა კვირასთან შედარებით 7.59%-ით მაღალი ნიშნულით. ვაჭრობის მოცულობამ 108 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.26 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.16% წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობა 447 000 აქციით განისაზღვრა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი წინა კვირასთან შედარებით 4.54%-ით შემცირდა და 13.46 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა. ვაჭრობის მოცულობამ 66 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 781 მლნ ფუნტია (+7.5%), თიბისის - 778 მლნ ფუნტია (-4.6%), საქართველოს კაპიტალის 299 მლნ (+0.33%).