ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია £1.817 მლრდ-ია
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია მცირედით შემცირდა და გასულ კვირას მაჩვენებელი 1.817 მლრდ ფუნტი შეადგინა.
Galt and Taggart-ის მონაცემებით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 15.54 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), წინა კვირასთან შედარებით 0.91%-ით მაღალი ნიშნულით. ვაჭრობის მოცულობამ 321 000 აქციაზე მეტი შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.16 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), 2.23%-ით მეტი წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობა 341 000 აქციით განისაზღვრა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი წინა კვირასთან შედარებით 2.69%-ით შემცირდა და 13.74 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა. ვაჭრობის მოცულობამ 29 000 აქციაზე მეტი შეადგინა.
საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 764 მლნ ფუნტია, თიბისის - 758 მლნ, საქართველოს კაპიტალის 295 მლნ.