ფინანსები
09/08/2021

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია £1.8 მლრდ-მდე გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია გაუმჯობესებულია, წინა კვირასთან შედარებით 102 მლნ ფუნტით, 1.802 მლრდ ფუნტამდე, გაზრდილი.

კაპიტალიზაცია გაზრდილია თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის შემთხვევაში, საქართველოს კაპიტალის კი შემცირებული.

გასულ კვირას ბირჟაზე საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები 16.54 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), წინა კვირასთან შედარებით 10.27%-ით მაღალ ნიშნულზე დაიხურა. კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობამ 187 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 13.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), 7.08%-ით მაღალ ნიშნულზე წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ კვირის განმავლობაში 102 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

საქართველოს კაპიტალის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.22 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), 1.11%-ით ნაკლები წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობა 231 000 აქციით განისაზღვრა.

საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 813 მლნ ფუნტია (+10.16%), თიბისის - 618 მლნ ფუნტია (+7.01%), საქართველოს კაპიტალის 298 მლნ (-1%).

 

Businesspartner