ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია $1.423 მლრდ-ია
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია 1.423 მლრდ დოლარია.
გასულ კვირას „საქართველოს ბანკის“ და Georgia Capital-ის აქციები გაიაფდა, თიბისი გაძვირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 11.74 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.84% წინა კვირასთან შედარებით და -3.14% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 188 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.60 – 12.26 დიაპაზონში.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 5.02 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.83% წინა კვირასთან შედარებით და +4.58% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 205 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 4.98 – 5.25 დიაპაზონში.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 12.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.84% წინა კვირასთან შედარებით და -8.81% წინა თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 332 ათასს გადააჭარბა, GBP 11.84 – 12.44 დიაპაზონში.