ფინანსები
21/07/2020

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი დაეცა

„ვაჭრობა მინუსში“ - ქართული კომპანიების ღირებულება მცირდება.

გასულ კვირას ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ოთხივე კომპანიის აქციებზე დაეცა ფასი.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 8.96 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), კლება კვირის ჭრილში  -14.18%, თვის ჭრილში 18.55% იყო. აქციების ფასი GBP 8.81 – 10.66 დიაპაზონშია.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 4.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.83% წინა კვირასთან შედარებით და -13.79% გასულ თვესთან შედარებით. ფასი GBP 4.01 – 4.43 დიაპაზონში.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 8.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -9.71% წინა კვირასთან შედარებით და -12.66% წინა თვესთან შედარებით. კვირის ვაჭრობა  GBP 7.71 – 9.12 დიაპაზონში.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 0.88 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -9.28% წინა კვირასთან შედარებით და -2.22% წინა თვესთან შედარებით. აქციების ფასი  GBP 0.84 – 0.99 დიაპაზონში.

საქართველოს ბანკის ჯგუფის კაპიტალიზაცია 441 მლნ დოლარია (-44.6% YY), თიბისის - 440 მლნ (-48.1% YY), Georgia Capital -ის 150 მლნ (-59.7%) , ხოლო „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 150 მლნ (-63.3%).

 

ფოტო: wsj.com

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020