ფინანსები
08/09/2020
"ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ ობლიგაციებზე მსხვილი გარიგება დაიდო
საქართველოს საფონდო ბირჟაზე „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ ობლიგაციებზე მსხვილი გარიგება დაიდო.
გარიგების შღირებულება $139 595-ია. ნომინალური ღირებულებით - $9 971. ბირჟაზე ერთი გარიგების შედეგად 250 ობლიგაციაა გაყიდული.
„ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ გამოშვებული 3 წლიანი, 12 მლნ დოლარის ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში 2018 წლის დეკემბერში ჩაეშვა.