ფინანსები
09/06/2022

ლიბერთის შეთავაზებების ახალი სერია გრძელდება - NCR ბანკომატით თანხის შეტანა ბიზნეს ბარათის გარეშე

ლიბერთიმ - ,,გაზარდე შენი ბიზნესი" კამპანიის ფარგლებში, ახალი სერვისი დანერგა. დღეიდან, იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის შეტანა, NCR (cash-in) ბანკომატების მეშვეობით, ბიზნეს ბარათის გარეშეა შესაძლებელი.

,,ახალი ლიბერთის სტრატეგიის ფარგლებში, აქტიურად ვთანამშრომლობთ ათასობით მცირე თუ საშუალო ბიზნესთან. სამომავლო გეგმები, ბიზნეს მიმართულების კუთხით გააქტიურებას და ცნობადობის ამაღლებას ითვალისწინებს. სტრატეგიის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების შექმნა და კომფორტული სერვისების დანერგვაა. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, დისტანციურ არხებში, ისეთი სერვისების გაციფრულების პროცესზე, რომელიც ყოველდღიურ ბანკინგს კიდევ უფრო გაამარტივებს და ნებისმიერ დროს გახდის ხელმისაწვდომს. ასევე ვაგრძელებთ, მომხმარებლისთვის სრულიად ახალი გამოცდილების შეთავაზებებს და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სიახლე, კიდევ უფრო გაამარტივებს, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის ახალ სერვისებსა და საბანკო პროდუქტებს" – დავით მესხიძე, დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

ლიბერთის Cash-In ბანკომატში თანხის შეტანა კომფორტულია და ერთდროულად დიდი რაოდენობის კუპიურების მოთავსებაა შესაძლებელი. თანხა მომენტალურად აისახება ანგარიშზე და შეტანის შემდეგ ლიბერთის განახლებული ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან ფინანსების მართვა სურვილისამებრაა შესაძლებელი. უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატები ლიბერთიმ საქართველოში 2020 წელს, ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში დანერგა. მათი გამოყენებით, მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს როგორც სტანდარტული ბანკომატის ფუნქციონალით, ასევე ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა სამივე ვალუტაში (ლარი, დოლარი, ევრო) 30 000 ლარიანი ლიმიტით ბანკში ვიზიტის გარეშე. ასევე, 24/7 ნებისმიერ დროს განახორციელოს ვალუტის კონვერტაცია სპეც.კურსით. ბანკომატიდან თანხის განაღდება კი შესაძლებელია როგორც ბარათით, ისე Apple Pay-ის გამოყენებით.

ამჟამად, მომხმარებლისთვის ლიბერთის 35 Cash-in | Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი. იხილეთ Cash-In ბანკომატების რუკა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023