ფინანსები
11/08/2022

ლიბერთის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა

ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა.

თორნიკე კორძაია არის საბანკო სექტორის პროფესიონალი და მას ქვეყნის წამყვან ფინანსურ ორგანიზაციებში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება აქვს. სს ლიბერთი ბანკში შემოერთებამდე თორნიკე კორძაია ხელმძღვანელობდა სს „თიბისი ბანკის“ საცალო, მცირე და საშუალო საბანკო საქმის ფინანსების დეპარტამენტს, ხოლო მანამდე „თიბისი კაპიტალში“ კვლევების სამსახურს.

თორნიკე კორძაია ფლობს ოქსფორდის უნივერსიტეტის, საიდის ბიზნეს სკოლის (University of Oxford, Saïd Business School) მაგისტრის ხარისხს და არის CFA ჩარტერის მფლობელი.

"მინდა მივესალმო თორნიკეს ბანკის ტოპ მენეჯმენტის გუნდში შემოერთებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოცდილებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბანკის განვითარებასა და მიზნების მიღწევაში. განსაკუთრებით, ლიბერთის ტრანსფორმაციისა და უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების პროცესში. წარმატებას ვუსურვებ თორნიკეს და მენეჯმენტის გუნდს", - ბექა გოგიჩაიშვილი, ლიბერთის გენერალური დირექტორი.

"ჩემთვის დიდი პატივია ლიბერთის მენეჯმენტის გუნდთან შემოერთება. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ნდობისათვის. მჯერა, რომ ლიბერთის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

ამ ხანმოკლე, გაცნობით პერიოდში, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემი გუნდის პროფესიონალიზმმა და სამუშაო კულტურამ, რაც მყარი საფუძველია იმისათვის, რომ ერთად მივაღწიოთ დასახულ სტრატეგიულ მიზნებს და ვიზრუნოთ ადამიანების, მათი ოჯახებისა და ბიზნესების ცხოვრების გაუმჯობესებაზე ჩვენს ქვეყანაში", -თორნიკე კორძაია, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023