ფინანსები
02/11/2020
ლიბერთის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი ჰყავს
"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი ჰყავს. საბჭოს ბექა გოგიჩაიშვილი შეემატა.
„ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელმა „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი“ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
31 წლის ბექა გოგიჩაიშვილის საბჭოში დამატებით, ბანკის მთავარი აქციონერი იმედოვნებს, დადებითად აისახება როგორც სამეთვალყურეო საბჭოს, ისე მთლიანად ბანკის“ საქმიანობაზე.
გოგიჩაიშვილის გარდა ამ დროისთვის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში შედიან: თავმჯდომარე ირაკლი ოთარ რუხაძე, წევრები მამუკა წერეთელი, მაგდა მაღრაძე, მურთაზ კიკორია.