ფინანსები
01/07/2022

ლიბერთის და "ტელეკლინიკა - MyDoc" -ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა

ლიბერთიმ კომპანია “ტელეკლინიკა - MyDoc“-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში, უფროსი ასაკის მომხმარებელებსა და სოციალურად დაუცველ პირებს, მობილური კლინიკის მეშვეობით უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ.
 
ლიბერთის მობილური ბანკის მანქანებით მომსახურების პარალელურად, რომელთა მეშვეობით სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში შეუფერხებლად რიგდება პენსია და სხვა სახელმწიფო გასაცემლები, სოფლად მაცხოვრებელი უფროსი ასაკის მომხმარებლები, მაღალტექნოლოგიური ტელესამედიცინო, ციფრული აპარატურით აღჭურვილი მიკროავტობუსის მეშვეობით სხვადასხვა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით, უფასოდ ჩაიტარებენ გულ-სისხლძარღვოვან, ენდოკრინულ და სასუნთქი გზების სამედიცინო დიაგნოსტიკურ კვლევებს.
 
ლიბერთიმ, ტელესამედიცინო კომპანია “ტელეკლინიკა - MyDoc“-თან და თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან ერთად, საპილოტე პროექტი გაზაფხულზე დაიწყო. კასპის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ერთობლივად ჩატარებული წარმატებული პროექტის შედეგად გადაწყდა, ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელება, რომელიც ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას მოიცავს.
 
"ლიბერთისთან ერთად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, ჩვენი კომპანია, სოციალური ბარათის მფლობელი ასაკოვანი ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურებების, მათ შორის ციფრული, სამედიცინო დიაგნოსტიკური სერვისების უსასყიდლოდ გაწევას უზრუნველყოფს.
 
ერთობლივი, საქართველოსთვის უპრეცენდენტო პროექტის ფარგლებში, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ადგილზე ჩაუტარდებათ სადიაგნოსტიკო კვლევები და დისტანციური ტელესამედიცინო კონსულტაციები შესაბამისი დარგის სპეციალისტებან. შემდეგ, სამედიცინო ინფორმაცია და კონსულტაციის შედეგები მყისიერად აიტვირთება პორტალზე ბენეფიციარის საკუთარ ელექტრონულ საქაღალდეში. აღნიშნული სამედიცინო ინფორმაციის გამოყენება, ბენეფიციარის საჭიროებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი. ასეთი სიახლე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონალური მასშტაბითაც უპრეცედენტოა და ციფრული, თანამედროვე პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბების პირველ მაგალითს წარმოადგენს" - განაცხადა "ტელეკლინიკა- Mydoc"-ის მმართველმა პარტნიორმა ირაკლი სასანიამ. 
 
"ლიბერთის სტრატეგიის "ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის" ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. ლიბერთის პრიორიტეტია უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა და მათი ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან, "ტელეკლინიკა - MyDoc" -თან ერთად ვიწყებთ უპრეცენდენტო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი მომხმარებლებისთვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, უფასო სამედიცინო სერვისები იქნება ხელმისაწვდომი", - აცხადებს  ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022