ფინანსები
02/03/2022
ლიბერთის ბანკომატებში უკრაინული ბარათებით თანხის განაღდება საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი
ლიბერთი ბანკი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს. ლიბერთის გადაწყვეტილებით, ბანკის ბანკომატებში უკრაინული ბარათებით სარგებლობისას თანხის განაღდება საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.
"მხარს ვუჭერთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და გვჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის თანადგომა თავისუფლებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია", - ნათქვამია ლიბერთის განცხადებაში.
ამავდროულად ლიბერთიმ ბანკის ბანკომატებზე მხარდასაჭერად უკრაინის დროშებია გამოსახული. როგორც ბანკში აცხადებენ, ამ დროისთვის ლიბერთის 670 ბანკომატი მზადაა.