ფინანსები
23/12/2021
ლიბერთის აქციებზე ₾3.029 მლნ-ის გარიგება დაიდო
ლიბერთის აქციებზე მსხვილი გარიგება დაიდო. საფონდო ბირჟაზე ბანკის 178.2 მლნ აქცია გასხვისდა, თითო 0.017 ლარად. შესაბამისად, გარიგების ღირებულება 3.029 მლნ ლარია.
ლიბერთის 29 მილიარდი აქცია აქვს გამოშვებული. საწესდებო კაპიტალი 290 მლნ ლარია. გასხვისებული პაკეტის წილი ემისიაში 0.61%-ს უდრის.
9 თვის მონაცემებით, ლიბერთის 91.985% Georgian Financial Group -ს ეკუთვნის. ბანკის 3 მთავარი ბენეფიციარი აქციონერი ირაკლი რუხაძე, ბენჯამინ მარსონი და იგორ ალექსეევი არიან.