ფინანსები
01/03/2023

ლიბერთის ახალი საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე დაიწყო

1-ელი მარტიდან ბიზნეს და აგრო მომხმარებლებისთვის საგაზაფხულო აქციის ფარგლებში, როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებლებს, ახალ ან სხვა ბანკიდან გადმოტანილ ბიზნეს და აგრო სესხებზე, სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ.

ლიბერთის ბიზნეს და აგრო სესხების პირობები ითვალისწინებს აგრო, ინდუსტრიული თუ საოჯახო ბიზნესის საჭიროებას და სეზონურ ციკლს – შესაბამისად, გადახდის გრაფიკი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ ბიზნესზე და მომხმარებელს აძლევს მაქსიმალურად ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს და აგრო სესხების აღება შესაძლებელია როგორც ბიზნესის გაზრდისა და მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე პირადი მიზნებისთვისაც – 50 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე.

„ლიბერთი აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პირობების შეთავაზებას ბიზნეს და აგრო პროდუქტებზე. ჩვენი მიზანია ნებისმიერ მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა მიიღოს და განკარგოს ფინანსები ეფექტურად, რაც საკუთარი ბიზნესის გაზრდაში დაეხმარება. ვფიქრობთ, ჩვენი ახალი შეთავაზებით ხელს შევუწყობთ ამ პროცესს, მომხმარებელი კი ქეშბექის სახით მაქსიმალურ სარგებელსაც მიიღებს. ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერა, რისთვისაც დეტალურად ვსწავლობთ მათ საჭიროებებს და ვცდილობთ სწორედ ამ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნას,“ – ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023