ფინანსები
15/03/2022
"ლიბერთიმ" "ვითიბის" მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის მიგრაციის პროცესი დაასრულა
ლიბერთი ბანკმა ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელის მიგრაციის პროცესი დაასრულა.
პორტირებაზე შესაბამისი კომუნიკაცია თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურად,
ყველა მსესხებლისა და დეპოზიტარის ინტერესების დაცვით განხორციელდა.
ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს სს ლიბერთი ბანკი თავის ფილიალებში ემსახურება. მომხმარებლები დეტალურ ინფორმაციას მომსახურე ბანკირებისგან შეუფერხებლად იღებენ.
სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.