ლიბერთი მცირე საოჯახო სახლებისა და თავშესაფრების კომუნალურ ხარჯებს სრულად აანაზღაურებს
ლიბერთი ბანკი მიმდინარე წელსაც, უკვე ტრადიციულად სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულად აანაზღაურებს.
მემორანდუმს სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგნტოსა და ლიბერთი ბანკს შორის ხელი მოეწერა. სახელმწიფოს მზრუნველობაში, იანვრის მონაცემებით 278 ბავშვი ირიცხება, მათ შორის 56 შეზღუდული შესაძლებლობი მქონე პირია, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებსა და დღის ცენტრებში კი ყოველდღიურ მომხახურებას ქუჩაში მცხოვრები 168 ბავშვი იღებს. მათთვის საჭირო კომუნალური დანახარჯები ყოვლწლიურად ნახევარ მილიონს ლარს აღწევს. #ლიბერთიგულით - ასე ქვია სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული მემორნდუმი გაფორმდა.
"ლიბერთი ბანკისთვის სოციალური პასუხისმგებლობები მიმდინარე წელსაც პრიორიტეტულია. ჩვენი მხრდაჭერა მცირე საოჯახო სახლებისა და სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებისთვის მხოლოდ კომუნალური ხარჯების ანაზღაურებით არ შემოიფარგლება. შარშანდელი წელი განსაკუთრებული გამოწვევებით იყო სავსე და სხვა აქტივობებთან ერთად მთელი წლის განმავლობაში თავშესაფრებს პროდუქტებითა და მედიკამეტებით ვედექით გვერდით“ - განაცხადა" ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.
სააგენტო კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო უწყებებთან პარტნიორულ თანამშრომლობებს მიესალმება და „ლიბერთი ბანკის“ საზოგადოების განვითარებაში მონაწილეობას სამაგალითოდ აფასებს.
"კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერა კომპანიის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს. სააგენტოსთან პარტნიორული თანამშრომლობა „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან წლების განმავლობაში უწყვეტად გრძელდება, სამაგლითოა შეთანხმების ჯეროვანი შესრულებაც,“ - აცხადებს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე.