ლიბერთი ბანკში პენსიის დარიგება მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს
“ლიბერთი ბანკში” პენსიის დარიგება მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც ბანკში აცხადებენ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, “ლიბერთი ბანკის” სერვის ცენტრებში ყოველდღიურ რეჟიმში ხდება დეზინფექციის ჩატარება, ბანკომატები და სწრაფი გადახდის აპარატები იწმინდება ინტენსიურად.
პენსიის მიმღები პირების ძირითადმა ნაწილმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კუთვნილი პენსია უკვე ბანკომატების საშუალებით მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები მაქსიმალურად იცავენ რეკომენდებულ – 1 მეტრის დისტანციას. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ბანკისთვის იყო სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რიგების განტვირთვის მიმართულებით. ამისათვის, სერვისი “პენსია ჩარიცხვამდე” უკვე თებერვლიდან ხელმისაწვდომი გახდა ლიბერთის ბანკომატებში და სულ რამდენიმე დღეში, ამ პროდუქტით უკვე ისარგებლა 285 000-ზე მეტმა მომხმარებელმა.
სერვის ცენტრებში ნაკადის შემცირების მიზნით, “ლიბერთიმ” უკვე განაცხადა სესხების 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის შესახებ. ასევე, მობილიზებული იყო სპეციალურად აღჭურვილი მანქანები, რომლებიც გადანაწილდა რეგიონებში ყველაზე მეტი დატვირთულობის მიხედვით, რათა მაქსიმალურად სერვის ცენტრის გარეთ მომსახურებოდნენ მომხმარებლებს და თავიდან აერიდებინათ ადამიანების თავშეყრა დახურულ სივრცეში.