ლიბერთი ბანკს ევროში ყველაზე მაღალი საანაბრე სარგებელი აქვს
ბანკები ლარის ანაბარზე სარგებელს ზრდიან. 4.07.2022-ის მდგომარეობით, ყველაზე მაღალი -12.5%-ია. ივლისიდან პროკრედიტ ბანკმა გაზარდა, ივნისიდან ბაზისბანკმა.
ამ დროისთვის ბაზარზე ევროში ყველაზე მაღალი სარგებლის შეთავაზება ლიბერთისია - 1.6%. ანაბრის განთავსება რეზიდენტებს და არარეზოდენტებს ძირითადად 3 ვალუტაში, ლარში დოლარსა და ევროში შეუძლიათ. ბრიტანულ ფუნტში საქართველოს ბანკსა და თიბისიში (BOGG - 0.45%; TBC- 0.6%) გირვანქა სტერლინგის.
ბანკები 1-წლიანი სარგებლის მიხედვით*(%)
4.07.2022 |
₾არი |
USD |
EUR |
თიბისი ბანკი |
11.8 |
1,2 |
- 0 - |
საქართველოს ბანკი |
11.6 |
0.6 |
- 0 - |
ლიბერთი ბანკი |
12.1 |
0.95 |
1.6 |
ბაზისბანკი |
12.5 |
1.5 |
1.0 |
პროკრედიტ ბანკი |
10.5 |
1.1 |
0.7 |
წყარო: კომერციული ბანკები (*ვადის ბოლოს გატანის შემთხვევაში)
სებ-ის სტატისტიკით, მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.8% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.46%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.17%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.01%, ხოლო ევროს წილმა 15.48% შეადგინა (04/2019 -84.86%; 13.72%)
პორტფელის (37.15 მლრდ) ლარიზაციის კოეფიციენტი 41.85%-ია (04/2019–₾ 24 მლრდ; 38.26%).