ფინანსები
26/02/2022

ლიბერთი ბანკი უკრაინის მოქალაქეებისთვის

უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობას საკომისიოს გარეშე შეძლებს.

"მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს და გაცნობებთ, რომ ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, დღეიდან უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობას საკომისიოს გარეშე შეძლებს.

ნულოვანი საკომისიოს პირობა 31 მარტამდე უკვე ხელმისაწვდომია:

▪️ Contact
▪️ IntelExpress
▪️ Moneygram
▪️ Ria Money Transfer
▪️ Unistream
▪️ Welsend
▪️ Western Union

საკომისიოს გარეშე გზავნილებით სარგებლობისთვის საკმარისია მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის წარდგენა", - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.