ფინანსები
08/11/2021

ლაშა ხუციშვილი: საჯარო სექტორში დასაქმებულებს ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ

საჯარო სექტორში დასაქმებულებს 2022 წლიდან ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვერსიაზე საუბრისას განაცხადა. 

"2022 წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდება - ჯარს, პოლიციას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების ყველა თანამშრომელს. ზოგადად, საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის გათვალისიწნებულია ხელფასების 10%-იანი ზრდა", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.