ფინანსები
23/02/2023

ლაშა ხუციშვილი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას. მინისტრმა მიმოიხილა ორი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტები.

ლაშა ხუციშვილმა, ასევე, ისაუბრა გლობალური და რეგიონული მასშტაბის გამოწვევების პირობებში მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფისკალური დისციპლინის მნიშვნელობის შესახებ.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის მთავარ წარმმართველ ძალად კერძო სექტორს მოიაზრებს. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მიზნად ისახავს მხოლოდ იმ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რომელიც წაახალისებს და მოიზიდავს კერძო ინვესტიციებს კონკრეტულ სფეროში, მათ შორისაა: ჩქაროსნული მაგისტრალი; ტურისტული ინფრასტრუქტურა; შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და სტაბილური შეფასებაა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი. მისი თქმით, მთავრობის მნიშვნელოვანი ამოცანაა საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფინანსთა მინისტრმა უპასუხა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023