ფინანსები
13/04/2023

ლაშა ხუციშვილი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოს შეხვდა - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 
 
ფინანსთა მინისტრმა და EBRD-ის პრეზიდენტმა მიმოიხილეს საქართველოში ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები და სამომავლო პარტნიორობის საკითხები.
 
ფინანსთა მინისტრმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ EBRD გააგრძელებს ქვეყნის განვითარებისთვის პრიორიტეტული სექტორების მხარდაჭერას.
 
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023