ფინანსები
01/03/2023

ლაშა ხუციშვილი ADB-ს ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებს, მალიკ მუჰამმად ეჰსან ურ-რაშიდ კჰანს და დეივიდ გარრიგოს-სოლივას შეხვდა.

როგორც ცნობილია, საქართველო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას 2024 წლის მაისში უმასპინძლებს. ესაა მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც 5 ათასამდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, იქნებიან ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე, ბანკის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტები.

მხარეებმა მიმოიხილეს ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის გასაწევი სამუშაოები. როგორც აღინიშნა, ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრა დიდი შესაძლებლობა იქნება საქართველოს მრავალმხრივ ფორმატში წარმოჩენისთვის.

ფინანსთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ბანკის მმართველთა საბჭოს წევრებს საქართველოს მხარდაჭერისა და ნდობისთვის.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი შეინ როზენტალი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023