ფინანსები
26/03/2022

ლარში დაკრედიტება მცირდება, დოლარში იზრდება

ბანკების გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისის გარდა), თებერვალში, 1.09 მლრდ ლარით (+ 2.58%m.m) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.81%-ით გაიზარდა) და 2022 წლის 1 მარტისათვის 43.25 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის სტატისტიკით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 117.6 მლნ ლარით (0.56%-ით), უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 970.22 მლნ ლარით (4.58%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.05%-ით.

აქედან რეზიდენტი იურიდიული პირების პორტფელი 19.4 მლრდ ლარია, მათ შორის, ლარში დენომინირებულია მხოლოდ 34% ანუ 6.6 მილიარდის, 13.8 მლრდ ლარის უცხოურ ვალუტაშია გაცემული.

01.03.2022

 

სესხები

წილი

თიბისი

16,702,474

38.6%

საქართველოს ბანკი

15,536,040

35.9%

ლიბერთი

1,986,808

 4.8%

კრედო °

1,500,134

 3.47%

° კრედო მე-4 პოზიცია დროებითია. მომავალი თვის რეიტინგში მე-4 ადგილზე ვითიბისგან შეძენილი პორტფელით გამსხვილებული ბაზისბანკი დაიკავებს.

Businesspartner