ფინანსები
18/02/2022
ლარმა კვირა გამყარებით დაასრულა - $1/₾2.9778-ია
18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9778 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.30 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.3843 ლარია. ევროს ცვლილებამ 2.70 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2184 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.0546 ლარი ეღირება.