ფინანსები
28/01/2022
ლარმა კვირა დოლართან და ევროსთან გამყარებით დაასრულა
ლარი მიმდინარე კვირაში ძირითად პარტნიორ ვალუტებთან მიმართებაში მყარდებოდა. ასევე გამყარდა ის 28 იანვარსაც. ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0521 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.16 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.3994 ლარია. ევროს ცვლილებამ 3.04 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2240 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.0858 ლარი ეღირება.