ფინანსები
06/10/2023

ლარიზაცია, რეგულაციები და დაკრედიტების გააქტიურება - საკითხები, რომელზეც სებ-ში შეხვედრისას განიხილეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა კომერციული ბანკების დირექტორებს შეხვდა. სებ-ის ინფორმაციით, საუბარი საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და რეგულაციებს შეეხო.

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, დღეს ეროვნულ ბანკთან შეხვედრაზე რეგულაციებთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოხდა. 

"სამ საკითხს გამოვყოფ: პირველი - ლარიზაციას, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბანკო სექტორისთვის, არამედ მთლიანად ეკონომიკისთვის. მეორე საკითხი უკავშირდება ფინანსური სექტორს,  თუ რა რეგულაციები შეიძლება შემოვიდეს საბანკო სექტორისთვის, როგორც  მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში. და მესამე, რაც ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, როგორ შეიძლება 2024 წელს საშუალო ვადაში საფინანსო სექტორი უფრო აქტიური გახდეს საკრედიტო მიმართულებით. ამაში ვგულისხმობ ფიზიკური პირების, მცირე და საშუალო, კორპორატიული ბიზნესების დაფინანსებას, რაც 2024 წელს საბანკო სექტორს უფრო გააქტიურების შესაძლებლობას მისცემს", - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის,  ნათია თურნავას განცხადებით, სებ-ი  აგრძელებს  საუბარს სხვადასხვა რეგულაციის დახვეწასა და შერბილებაზე.

"ჩვენი მიზანია, რომ ეკონომიკაში უფრო მეტი რესურსი ჩაიდოს და უფრო მეტი საკრედიტო აქტივობა იყოს. რაც მთავარია, ეს აქტივობა უნდა იყოს უფრო  მეტად  ეფექტური. აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, ბანკების მომხმარებლებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მათი დასაქმებისთვის. ყველაფერი უნდა მოხდეს ფასების სტაბილურობის გათვალისწინებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023