ლარის შემოსავლიანობის მრუდი ნეგატიურ ტრენდს არ აჩვენებს
ლარის შემოსავლიანობის მრუდი ნეგატიურ ტრენდს არ აჩვენებს, რისკ პრემიუმის გაზრდას არ მოასწავებს.
მთავრობის 10-წლიან ფასიან ქაღალდებზე სარგებელი, პანდემიამდელ თებერვლის მაჩვენებელზე, 9.05%-მდეა შემცირებული. 9.597% იყო 25 თებერვლისთვის (09/2019 – 8.38%, 09/2019 -2018 – 8.89%; 2017 – 9.2%).
მოკლევადიან ფასიან ქაღალდებზე (6M,1Y) განაკვეთი სტაბილურია - 8.09%, 2Y-იც 8%-ის ფარგლებშია. თებერვალში იყო 9.03% (L/y- 7.1%)
როგორც იცით, აუქციონი სამშაბათობით იმართება. 13 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს 50 მლნ ლარის 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საშუალო შეწონილი 8.123%-ად.
სებ-ის ინფორმაციით, ლარის შემოსავლიანობის მრუდი საფინანსო ბაზრის მნიშვნელოვანი ატრიბუტია, აჩვენებს ურისკო განაკვეთებს ყველა ვადიანობის ინსტრუმენტისთვის და ბაზრის მონაწილეები ინდიკატორულ მაჩვენებელად იყენებენ, ასევე ლარის ფასიანი ქაღალდების ფასის განსაზღვრისას და ბაზრის ტრენდის პროგნოზირებისთვის. ემიტენტებს და ინვესტორებს ემისიებზე საორიენტაციო ფასის დადგენას უადვილებს.
მრუდი ასახავს ბაზრის მოლოდინებს საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის დინამიკაზეც.
მომავალში მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალი თუ მოიმატებს, ანალიზი მეტად პროგნოზირებადი, უფრო დაცული და მხოლოდ ინფლაციის ტრენდის მოლოდინებით იქნება შესაძლებელი.