ფინანსები
09/02/2023

ლარის მრუდი კეთილსაიმედოა

ლარის შემოსავლიანობის მრუდი დამაიმედებელ ტრენდს აჩვენებს, რაც რისკ პრემიუმის კლებას მოასწავებს. 

მთავრობის 10-წლიანის ობლიგაციების სარგებელი 10.04%-მდეა შემცირებულ (01/2023 - 10.026%; 09/2022 – 10.76%). კლებაა მოკლევადიან სახაზინო ვალდებულებებზეც (6M,1Y), 9.6% და 9.3%-მდე.

სებ-ის ინფორმაციით, ლარის შემოსავლიანობის მრუდი საფინანსო ბაზრის მნიშვნელოვანი ატრიბუტია, აჩვენებს ურისკო განაკვეთებს ყველა ვადიანობის ინსტრუმენტისთვის და ბაზრის მონაწილეები ინდიკატორულ მაჩვენებელად იყენებენ, ლარის ფასიანი ქაღალდების ფასის განსაზღვრისას და ბაზრის ტრენდის პროგნოზირებისთვის.

მრუდი ასახავს ბაზრის მოლოდინებს, საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე და ემიტენტებს/ინვესტორებს ემისიებზე საორიენტაციო ფასის დადგენას  უადვილებს.

Businesspartner