ლარის მრუდი ბაზარს პოლიტიკის შერბილებას აუწყებს
ლარის შემოსავლიანობის მრუდი დამაიმედებელ ტრენდს აჩვენებს, რაც რისკ პრემიუმის კლებას მოასწავებს. მთავრობის 1-წლიან ფასიან ქაღალდებზე სარგებელი 10%-ია, ერთკვირიანი ვალდებულებების განაკვეთი კი 10.58%.
საინვესტიციო ბანკირების ინფორმაციით, ტრენდი ბაზრის მოლოდინზე მიანიშნებს, რომ განაკვეთის შემცირებას ელოდებიან. მრუდიც ბაზრის მონაწილეების მხრიდან სამომავლოდ მონეტარული პოლიტიკის შერბილების მოლოდინებს ასახავს.
2/11/2021- 1/02/2022 პერიოდის სტატისტიკით, 2-5 წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა 9.2%-დან 9.8%-მდე, 10-წლიანის 9.3%-დან 9.9%-მდეა გაზრდილი.
სებ-ის ინფორმაციით, ლარის შემოსავლიანობის მრუდი საფინანსო ბაზრის მნიშვნელოვანი ატრიბუტია, აჩვენებს ურისკო განაკვეთებს ყველა ვადიანობის ინსტრუმენტისთვის და ბაზრის მონაწილეები ინდიკატორულ მაჩვენებელად იყენებენ, ასევე ლარის ფასიანი ქაღალდების ფასის განსაზღვრისას და ბაზრის ტრენდის პროგნოზირებისთვის.
ემიტენტებს და ინვესტორებს ემისიებზე საორიენტაციო ფასის დადგენას უადვილებს.