ფინანსები
17/06/2021
ლარის გამყარებამ საგარეო ვალი 1.2 მლრდ-ით შეამცირა
ლარის გამყარებამ საგარეო ვალის მოცულობა 1.2 მლრდ ლარით შეამცირა.
1 ივნისისთვის სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა დოლარში გაიზარდა, ლარში შემცირდა.
მაისის ბოლოს ქვეყანას უცხოელი კრედიტორების 8.038 მლრდ დოლარი მართებდა, წინა თვესთან შედარებით 33.9 მლნ დოლარით მეტი, თუმცა, ლარის გაცვლითი კურსის გამყარების გამო ვალის მოცულობა ლარში 1.268 მლრდ ლარით, 26.349 მლრდ ლარამდეა შემცირებული. მათ შორის მთავრობის ვალის კლებამ 1.19 მლრდ ლარი შეადგინა.
მაისში სახელმწიფო ძირითადი თანხის დაფარვისთვის 19.36 მლნ დოლარი, პროცენტისთვის კი, 6.1 მლნ დოლარი გადაიხადა.
61.9 მლნ არის შემცირებული შიდა ვალიც, რაც 5.778 მლრდ ლარს შეადგენს.
მთლიანობაში სახელმწიფო ვალის მოცულობა 32.1 მლრდ ლარია. კლება ბოლო ერთ თვეში 1.33 მლრდ ლარს აღემატება.