ფინანსები
25/09/2023

ლარი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოსაა - თიბისი კაპიტალი

თიბისის მიერ დღეს გამოქვეყნებული მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეული განახლების მიხედვით, ლარი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოსაა.

"გასულ კვირაში, ლარის მცირედი გაუფასურება დაფიქსირდა. ამასთან, კვირის ბოლოს დინამიკა შეიცვალა და ლარმა გამყარება დაიწყო. თავისთავად, სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის მიწოდების გარდა, ინტერვენციების საჯარო აუქციონის გზით ჩატარებას, ნეგატიური სენტიმენტების ერთგვარი საპირწონის დატვირთვაც ჰქონდა. მაშინ როდესაც, ტრადიციულად, სენტიმენტები ლარის კურსზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, სავალუტო შემოდინებები ძლიერი რჩება და ეს აშშ დოლარის ჭარბი მიწოდების გაგრძელების არგუმენტია.

მნიშვნელოვანია, რომ გასულ ერთ წელიწადში ან მცირედით მეტ პერიოდში სებ-მა თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარი შეისყიდა. სიმარტივისათვის, ეს ოდენობა შეგვიძლია ჭარბ მიწოდებად ჩავთვალოთ. ამდენად, ლარის კურსზე ნეგატიური ზეგავლენისათვის, სამომავლოდ ამ მხრივ მკვეთრი ცვლილებაა საჭირო, რაც თიბისი კაპიტალის მიერ, საბაზო სცენარად არ განიხილება.

ამასთან, საყურადღებოა, რომ ლარის მიმდინარე საშუალო გაცვლითი კურსი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოსაა. აღნიშნული არა იმდენად გასულ კვირაში ლარის მცირედი გაუფასურების, რამდენადაც აგვისტოში, საქართველოს ძირითად სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში მოსალოდნელზე საშუალოდ უფრო მაღალი ინფლაციის შედეგია. შესაბამისად, ლარის საშუალო კურსიდან გამომდინარე, თიბისი კაპიტალი ადრინდელ, გარკვეულწილად მაგრამ მაინც პესიმისტურ, მოლოდინს უფრო ნეიტრალურისაკენ ცვლის. უფრო მეტიც, ნავთობის საერთაშორისო ფასების ბოლოდროინდელი გაძვირება, რუსეთის მიერ ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვასთან ერთად, ინფლაციაზე ზეგავლენიდან გამომდინარე, ლარისათვის ახლო მომავალში შედარებით პოზიტიური ფაქტორია. თიბისი კაპიტალის აზრით, არა იმ მასშტაბით, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ციკლი არსებითად შეიცვალოს, არამედ უფრო იმ კუთხით, რომ ინფლაცია სამიზნეს მოსალოდნელზე უფრო მალე დაუბრუნდება. ეს კი, თავის მხრივ, ლარის დამატებით გაუფასურების საწინააღმდეგო არგუმენტია.

მთლიანობაში, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალის აზრით, დღევანდელი გადასახედიდან, მომდევნო დაახლოებით 12 თვეში ჩვენი ადრინდელი, მცირედით, მაგრამ მაინც გაუფასურების საბაზო სცენარი, უფრო ნეიტრალურისაკენ იცვლება,"-ნათქვამია "თიბისის" ყოველკვირეულ მიმოხილვაში მთავარი ეკონომისტისგან.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

"ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატოს ის პირები, ვისაც საქართველოში $100 000-ის ინვესტიცია აქვს განხორციელებული"
01

28/07/2021
ფინანსები

გიორგი ამზაშვილი: ბოლო პერიოდში, ბიზნესის შემფასებლის პროფესია პრესტიჟული გახდა
02

25/08/2023
ბიზნესი

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
03

19/05/2022
ბიზნესი

ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი შემოდის - Lefties-ის პირველი მაღაზია 2023 წელს გაიხსნება
04

12/09/2022
ბიზნესი

"გლოვო" დელივერი სერვისს გასცდა - კომპანია ახალ მომსახურებას იწყებს
05

19/09/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020