ფინანსები
20/07/2022
ლარი ყველა პარტნიორ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა - $1/₾2.82-ია
ლარი ყველა პარტნიორ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა.
20 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8203 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.78 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8697 ლარია. ევროს ცვლილებამ 2.97 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1603 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3748 ლარი ეღირება.