ფინანსები
19/04/2022
ლარი ყველა პარტნიორ ვალუტასთან გამყარდა - $1/₾3.053-ია
19 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0530 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.83 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2930 ლარია. ევროს ცვლილებამ 1.23 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2082 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.9756 ლარი ეღირება.