ფინანსები
04/08/2022

ლარი ყველა პარტნიორ ვალუტასთან გამყარდა - $1/₾2.7244-ია

4 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7244 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.88 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7775 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.60 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1516 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3216 ლარი ეღირება.