ფინანსები
19/07/2021
ლარი ყველა პარტნიორ ვალუტასთან გამყარდა - $1-ის ფასი ₾3.1076-მდე ჩამოვიდა
19 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1076 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.45 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6592 ლარია. ევროს ცვლილებამ 2.58 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3625 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.2596 ლარი ეღირება.