ფინანსები
13/05/2022
ლარი პარტნიორ ვალუტებთან გამყარდა - $1/₾3.0129-ია
13 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0129 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.32 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1286 ლარია. ევროს ცვლილებამ 6.48 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1946 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.6730 ლარი ეღირება.