ფინანსები
08/02/2022

ლარი კვლავ მყარდება - $1/₾2.92 ღირს

ლარის გამყარების ტრენდი კვლავინდებურად ნარჩუნდება.

8 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9200 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.80 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.3338 ლარია. ევროს ცვლილებამ 3.31 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2141 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.9566 ლარი ეღირება.