ფინანსები
21/09/2020

ლარი ისევ გაუფასურდა -1 აშშ დოლარი 3.2295 ლარი გახდა

21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად  ლარი ისევ გაუფასურდა.1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარი გახდა.დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0155 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8050 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8057 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.