ფინანსები
15/09/2020
ლარი ისევ გაუფასურდა -1 აშშ დოლარი 3.1546 ლარი გახდა
15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი ისევ გაუფასურდა. შედეგად, 1 აშშ დოლარი 3.1546 გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0238 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7521 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7178 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0343 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.