ფინანსები
08/08/2022

ლარი ისევ გამყარდა - $1/₾2.7141-ია

ლარი ისევ მყარდება. 8 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7141 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.37 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7662 ლარია. ევროს ცვლილებამ 1.44 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1511 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2835 ლარი ეღირება.