ფინანსები
09/11/2020
ლარი ისევ გამყარდა - 1 აშშ დოლარი 3.3308 ლარი ღირს
9 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად,ლარი დოლართან მიმართებაში 0.0305 თეთრით გამყარდა. შესაბამისად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3308 ლარი გახდა.
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0305 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9550 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9892 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0342 შეადგინა.